ნიჭი
ყველას ბუნების შვილები გვქვია, ყველას მოგვეცა ჩვენ-ჩვენი ნიჭი, ღვთის ხატად იქცა კაცი ამ ქვეყნად ღვთისაგან გვერგო პატარა ნიჭიც. მხატვარი ხატვით გულისთქმას გვანდობს, ნახატში მუდამ თავის აზრს აქსოვს, ხან მზის სხივებით, ხან მთვარის შუქით ის მუდამ ხატვით რაღაცას ამბობს. პოეტი ლექსით გვიამბობს მის აზრს, ლექსის სტრიქონში აღწერს მის სიტყვას, ტკივილს, სიხარულს ,ფიქრებს და დარდებს ფურცლად გვიწერს და უხამებს რითმას. სიმღერის ნიჭი მომღერალს ერგო , მღერის და მისი ხმა წვდება მდელოს , ვინც ამ ხმას ისმენს გულით და სულით არამგონია სითბო არ ეგრძნოს. თუ კი მხატვარი ვერ გამოხვედი, და არც პოეტის ნიჭი გეწვია, სიმღერას მხოლოდ გულში ღიღინებ, მაშინ შენ სულ სხვა ნიჭის ხვედრი ხარ. ნიჭი ბევრია სხვადასხვა ხვედრით, მხოლოდ გრძნობები ჩვენში ერთია , ღვთის სიყვარული თუ გულს გინათებს , ეს კი ყველაზე დიდი ნიჭია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი