„ეძღვნება ჩვენს პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს ილია ll ს.“


ჩვენი ქვეყნის დიდი ბურჯი მეოხი ხარ,
ნაიარევ  სულს ედები მალამოდ,
ბნელში ნათელს  სულ ასხივებ პატრიარქო,
გინდა ყველა  უფლის გზებით ატარო.

მამა , ძით და სულიწმინდით ჩვენთაბნა ხარ,
სამებაში მიგვიძღვები მამაო,
საქართველოს დიდო  მწყემსო პატრიარქო
ღვთისმშობელის წილხვედრ  ერთა  მთავარო.

შენ სიო ხარნ ძველთა ძველი მონაბერი
მართალ ხალხთა მტკიცე ჯაჭვის მომტანო,
სიმტკიცე ხარ მსგავსად პეტრე მოციქულის,
სიყვარულით მთქმელო დიდო მოძღვარო.

ერთად ღვთისკენ ! შემოგვძახებ სიყვარულით, 
და მარჯვენით გვლოცავ მუდამ მამაო,
შენი ლოცვის  ძალა  მადლი არმოგვაკლოს
ყოვლის შემძლე  შემოქმედმა   მამამო.

* * *

ხელი ხელს  და გულს კი გული
მამას შვილისგანაო,
მხნეობა და ჯამრთელობა
ჩვენს დიდ პატრიარქსაო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი