ვიცი ყოველივე თეთრად რომ შევღებო ..


ვიცი ყოველივე თეთრად რომ შევღებო
ცაა საკმარისი მიწა არ ეყოფა
ველი გაღვიძებას აღქმის შესაფერად
როცა ანგარებას გული გაეყოფა
ვიცი ძნელი არის ჩვენი განაჩენი
მხოლოდ ოცნებებით ვშველით გაციებებს
ველი თავისით რომ მოვა დანარჩენი
თუკი ციმბირისკენ არ გაგვაცილებენ
სუსხი ძვლებს მიყინავს ვარსკვლავთ მეთაურო
მოდი დამიამე სისხლის ბილიკები
ფრთები შეგეკვეცა ჩემო ბედაურო
ახლა მეტისმეტად გტანჯავს ქილიკები
თუკი გავიღვიძებ ვდევნი დაპირებებს
მხოლოდ გაიმედებ თუკი წამოვდგები
შენსკენ გადმოვიყვან სხეულს და პირფერებს
მაგრამ სამოთხისთვის აღარ გამოვდგები

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი