უკან დახევა რადგან იცი არაა ძნელი ..
უკან დახევა რადგან იცი არაა ძნელი მაგრამ წინ წასვლა ძალზე ხშირად გიჯდება ძვირად გზას გაუყვები გაგიჟებით ან შენთვის ხელი გზას მიადგები რაც მიზანთან ვერასდროს მივა ფიქრობ და ჩუმად ჩაიცინებ გგონია მორჩა გადააბიჯე სააქაო ყველა საზვერეს მიდიხარ შენთვის გამბედავი გგონია ფრთხილად გვიან იხსენებ რომ ნაბიჯი შენი დაზვერეს აგებ და მაინც არ ნებდები რადგანაც ხვალის ან თუნდაც ზეგის იმედი გაქვს წაგებულს დღესთან დამშვიდებული აღარ ნანობ დადება ვალის რომ დაგავიწყდა ან გადადე ატყუებ შენ თავს არაფერია დაკარგული არ გაგკიცხავენ ფიქრობ და ღიმილს გაუბედავ ღამეს მთვარეულს და როცა შენთვის მოიმედე არ წაგიკრავენ ხელს და გაგდებენ სამზეოზე ძვლამდე გალეულს გინდა დამთავრდეს რაც დაიწყო ტყუილით თავთან მაგრამ დამწყები ან იმარჯვებს ან აგებს ბოლოს კვლავ ღამე გიშვებს პაემანზე საკუთარ თავთან და განუგეშებს რომ სიზიფეც აგებს და ბრძოლობს შენ არ გადარდებს მითოსები მაგრამ პოეტებს კვლავ მიენდობი დაუჯერებ რომ ხსნაა სმაში პირველწოდებულ სამოსელით ვერ იმოსები და ამიტომაც პანდორას ყუთს ხელახლა გახსნი დაიმედებულს ჩირად გიღირს ქვეყნად ბოროტი რადგან სიკეთე თუნდაც ერთი ჯობია მარცხებს იბრძვი შენთავთან საიმედოდ მაგრამ ბოლოს კი კვლავ დამარცხება ახირებულს ხალისით გამცნეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი