აპრილი
იცოდე აპრილი მოვა და მომტაცებს შენს ლამაზ თვალებს, მთებში გადაგხიზნავს ვიცი და სიყვარულს გადააბრალებს. აპრილი მომტაცებს შენს ღიმილს, ბაგეთა კუთხეში ჩაწნავს, დილამდე გადაგღლის ამბორით, დაგიშლის წაბლისფერ ნაწნავს. იცოდე აპრილი მოვა და მომტაცებს უთუოდ შენს თავს, უარს თუ მივიღებ მე თვითონ,, მოვიყვან მაგ აპრილს შენთან 18:45. 02.10.2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი