ელეგია


ელეგია
ქალაქი ნაქალაქარს დაემსგავსა, 
სოფელი- ნასოფლარს, 
ხევი- ნახევარს, 
ცოლი -ნაცოლარს.
 კაცი –ნაკაცარი,
 ცოლი –ნაცოლარი,
 ხევი– ნახევარი,
 ქვეყანა –ნახევარი.
 მერე ნაქალაქარს, 
ან კიდევ ნასოფლარს, 
ან კიდევ ნაკაცარს, 
ან კიდევ ნაცოლარს,
 ან კიდევ ნახევარს, 
ან კიდევ მათხოვარს, 
გაფრენა მოუნდება,
 და ფრთებგაყიდული
 ისევ მობრუნდება
 სოფლად, ქალაქად,
 ყოფნა მოუნდება 
ცოლად , დალაქად.
 ხევი მოინდომებს დეკას,
 ცოლი მოინდომებს შვილებს,
 კაცი მოინდომებს ოჯახს, 
ჰოდა, გაყიდული ფრთებით, 
განახევრებული ერი,
 ვეღარ დაიბრუნებს სოფელს,
 ვეღარ დაიბრუნებს ქალაქს, 
დარჩება ცოლი ნაცოლარი,
 კაცი– ნაკაცარი, 
ხევი– ნახევარი,
 ქვეყანა– ნახევარი. 
03.12. 2014 16:52

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი