ჩვენ სილამაზე, მიწიერი, თუნდაც რჩეული ..
ჩვენ სილამაზე, მიწიერი, თუნდაც რჩეული, თუნდაც ტილოზე დატეული ათასწლეულის, მხოლოდ დროებით გვეძლევა, გვეძლევა ვალად,... გინდ, დაიბადე კაცად, გინდ –ქალად... და ყალბი არის ყველა შეგრძნება, მშვენიერების სამუდამოდ დასაკუთრების... ეპოქა ცდება... ეპოქა წავა... ვის აქვს უფლება?... ვისა აქვს ძალა– მარადისობა აქციოს წამად?... 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი