რეფლექსიები


მე ჩემი გრძნობის ციცქნა ნამსხვრევებს
სად არ დავეძებ?!
შესუნთქულ წამში 
გამკრთალ სახეებს
ხელით ვეხები...
ცრემლის კიაფში
არეკლილ ხედებს
ვითვლი წვეთებით...
ვნების წიაღში
განძარცვული,
ფსკერზე ვეშვები...
ქვიშის წვიმაში
გათანგული,
წყალს ვსვამ პეშვებით...
დამტვერილ თმაში
ჩაკარგულან,
სადღაც, პეპლები?

2005 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი