მონატრება


კამკამა წყალში გახელილ თვალებს
მზერას რომ სტაცებს
ზურმუხტის მძივი,
შიშველ გულმკერდზე დაფენილი,
იმ სისხამ დილით...
როცა წამწამებს
ვნებით შეარხევს
აქაფებული ტალღების მწკრივი ...
იმ სისხამ დილით...
ტილოს სურათს რომ დახუნძლავენ 
ყურძნის მტევნებით...
ჯერ შეუშრობელს რომ აკენკავს
ბეღურა–ჩიტი...
იმ სისხამ დილით
მომეფერები?
მომეფერები
იმ სისხამ დილით?...

2007 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი