ნიღბების კოლექციონერი
ჩემს ძველისძველ სარკეში მწვევია მრავალგზის მე ერთი ცოდვილი პროფილით, ლამაზით... დღედაღამ ნიღბების ნამსხვრევებს ამთელებს... რომ შეაკოწიწებს, ჩემს თვალწინ მოირგებს... და მზერას ატყვევებს სახის ჰარმონია... ო, როგორ ამხნევებს, ნიღაბი მე მისი სახე რომ მგონია!.. 2013 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი