რემინისცენციები ..


(რემინისცენციები) 

უდაბნოში ცისკენ გაწვდილ ხელისგულზე
აუგიათ მერცხლებს ბუდე...
მოლოდინით გათანგული, 
მთლად, სხეული
ქვად ქცეულა...

*

სამაჯურში ამოხეთქა ბროწეულმა...
ლალის თვლები გამოისხა ყვავილებად...
და ცრემლებად
დაიღვენთა,
მერცხლებმა რომ მიატოვეს თვისი ბუდე
გაქვავებულ ხელისგულზე... 


*

ესიზმრებათ მარტოსულებს,
იხუტებენ ლალისთვლიან ბროწეულებს...

2011 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი