სცენები არშემდგარი პიესებიდან
(უხილავი დიალოგის სცენა) -„ბრმა სიამაყე“ კედელ-კედელ ხელის ცეცებით წინ მიიწევს და თოკის მარყუჟს ებღაუჭება... ყინულის კეფა მარყუჟში დნება... მლაშე ცრემლებით გალუმპულებს, ვიღაც აგროვებს დუმილის წუთებს და მერე არქმევს საუკუნეს... სრულდება სცენა... -არავინ კვდება?... -არც დაცემაა, არც ამაღლება... -სად არის შვება? -თავდავიწყების მცდელობაა, მემილიონე!... -ეს დიალოგიც პიესისთვის გამოიგონე?... 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი