ყინვა კვლავ ცვლიდა დეკორაციებს


ყინვა ურჩევდა ჩემს ფანჯრის მინებს
დეკორაციებს...
და აცოცხლებდა უცნაურად მოცეკვავე
ცისფერ გრაციებს...
მე ვეძლეოდი ჩემს ფანტაზიებს...
დირიჟორივით ხელი ავწიე,...
და უცნაურად დავუქნიე
გარეთ, თოვაში მოსეირნე 
უცნობ ყმაწვილებს...
მათ კი დამცინეს...
თოვლის გუნდები დამიშინეს...
თითქმის დამცხრილეს...
და რას ერჩოდნენ მინებზე ლაღად მოცეკვავე
ყინვის გრაციებს?...
ყინვა კვლავ ცვლიდა დეკორაციებს...

2015 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი