და წარმავლობის გამჭვირვალე ფერთა გამებში ..
(მისტერიები-2) და წარმავლობის გამჭვირვალე ფერთა გამებში დრო იფანტება ქვიშის მარცვლებად, წამებად,... წლებად... მხნე გილგამეში, ხელაპყრობილი ვნების ღამეში, სიბრძნის ქალღმერთს ესაუბრება,... როცა ქალღმერთი სველ განთიადებს, მკვდრადშობილებს ქვიშის წამებში, როგორც ცოდვილებს, მკერდს შეახებს,.. აუხელს თვალებს,... ზეცის შვილებად აღიარებს... და გილგამეში ახლად მოვლენილ განთიადებს უმზერს თვალებში... ფერის მიხედვით სახელებს არქმევს... * ზეცა წყვდიადებს აგანთიადებს წარმავალობის გამჭვირვალე ფერთა გამებში... 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი