რეინკარნაციების გადაკვეთაზე
მე იმ სალოსის წრფელი სიგიჟე ახლაც მაგიჟებს... ისევ მიქარწყლებს სიკვდილის შიშებს... არ გამოფხიზლდეს!... არ გამოფხიზლდეს!... სანთლის ნაღვენთში კვლავ აწობს თითებს და ძერწავს თვალებს... სწორედ , იმ თვალებს, ცხელი შანთებით რომ დასთხარეს ხუთასი წლის წინ... ის, ალბათ, მაშინ გამუდმებით ითვლიდა წამებს სიკვდილზე ფიქრში... ყინავდა ღამეს ცრემლსა და სისხლში... და გაქვავებულ სახეთა ნისლში ის ახლაც ითვლის იმ ცხელი სისხლით გაყინულ წამებს... ის ახლაც ითვლის... 2015 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი