სიზმრის მისტერია–2
ეს იყო ხილვა– სარკის მიღმა მე დავინახე სილუეტი პატარა ბავშვის... სულ ერთი წამით... და სწორედ მაშინ გამახსენდა ჩემი სიზმარი... * სადღაც, ძველ საყდარში გრძნეულთა პარპაში... ვნებების ხანძარში ფლოქვებით თამაში... თორმეტი დამქაშის ცეკვები ნაცარში... და ცვივა ბათქაში ცარიელ აკვანში... არა, რა განგაში?! რა ხსნაა ამაში?!– ვიღაც კვლავ ლოცულობს ციხის ბნელ საკანში... 2006 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი