რემინისცენციები ..
(ჩაკეტილი წრეები) დროის მორევი ნავსაყუდელს ნაპირებს აცლის და ოცნებები ემსგავსება სტრიქონებს წაშლილს... დრო, გარდასული, ირეკლება ხედებში სარკის... აუხდენელი მომავალი წარსულში გარბის... * კვლავ ირეკლება სარკეებში აწ გარდასული... წრეებად შეკრა მომავალმა ჩემი წარსული... 2009 წ. ინიციაცია № N (მეტამორფოზები) ფერისცვალების ფარდა მისი სამოსი გახდა... ყოველი წამის განცდა მარადისობას გასცდა,... სიკვდილის წამის გარდა და ისიც სიზმარს ჰგავდა... 2010 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი