მეტამორფოზები-3


და ლიცლიცებენ წყვდიადში ზანტად 
ვნებააშლილი სანთლის ენები...
მთვლემარე სულს კი ეხდება ფარდა
სვენებ-სვენებით...
შეშლილი ვნება
მწველი ენებით
დაჭიმულ სიმებს ყელზე ევლება...
და მეჩვენება,
ღამის უცვლელი სილუეტის
უმანკო პოზა
სამარისებურ სიჩუმეში
კვლავ შეცვალა მეტამორფოზამ...

2015 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი