დაბრუნება


მარტოსულობამ გისოსებით დასერა ზეცა...
თოკის მარყუჟი კვლავ ეხება გაყინულ კეფას...
ჩაკეტილ წრეებს ენარცხება გულმკერდი ცხელი...
ღამის ტუსაღი ცისკრის ვარსკვლავს ამაოდ ელის...

* 
- და აღარ შედგა სუიციდი?
- წამებს ვუცდიდი,
იმედის ფეთქვის,
შენთვის და ჩემთვის...

2010 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი