ჰიპერტროფირებული ატროფია


მიძინებული გულების ფლეთა
დაუცხრომელი ჟინით, ცხოველით...
მარტოსულობის ბორკილთა მსხვრევა
არარსებული, მკვდარი გრძნობებით...

აბსურდულობის მთელი სიცხადე,..
ეგოცენტრული სიბრმავე თვალთა,..
ამ აღუვსებელ საწყაულს რომ ვავსებ პირამდე,
სხვა რამ თუ დამრჩა?!... 

2004 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი