მთვარის სიზმარი


ვნებების ღამეს 
მხნე ქალწულები
სხეულებზე იხატავენ 
ოქროსფერ ხალებს...
ფეხის გულებით
ეხებიან ანთებულ მთვარეს...
და ნატიფ ტანებს 
უშიშვლებენ მნათობის ელვას...
კვლავ შეუპყრია ვნებათა ღელვას
მთვარის რაინდთა მთავარი დასის
უკანასკნელი პერფორმანსი...

2015 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი