შენ თუ ღრუბლებში ...


შენ თუ ღრუბლებში ფრენის
დაუოკებელ წყურვილს,
ვით აუხდენელ სურვილს,
გულიდან ისევ დევნი,..
სიზმარში იკლავ, ალბათ...
და ეწაფები ხარბად
ღრუბლების რძისფერ ტალღას...
ღრუბლის, მახსოვსო, გემო–
არ თქვა, არ დაიჩემო!..

2014 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი