კონგენიალურობის მისტერია–1


(კოლექციონერი)

წვიმა ისევ რომ დასდიოდა მტვრიან კლავიშებს
ღია სარკმლიდან,
შენს ნათითურებს როიალზე, ალბათ, წაშლიდა...
გული, რომელიც აქ დატოვე,
ისევ არ მიშვებს
შენი სახლიდან, 
ასი წლის წინ რომ მიატოვე...

*

წვიმა კვლავ ისვრის შხეფებს სარკმლიდან...
ისევ დავიწყებ ათვლას თავიდან...
გადამავიწყდა... 
ეს მერამდენე პაემანი მქონდა აჩრდილთან?...

2014 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი