„პოეტის სევდა“


ნისლიან მთებზე ბინდი ჩამოწვა გალაკტიონის ღამედ ნაწერი,
აღარ ინება წვიმამ ჩამოსვლა, როცა მზე არის თავად ნაწყენი.
ოქრისფერ ყანებს გადაურბინა მორცხვად თავდახრილ შავმა ღრუბლებმა
თავგადაჩეხილ ყივჩაღს არ მისცეს კვლავ პაემანზე წასვლის უფლება.
ტირის ტირიფი იხვევს იარებს, მგოსნებს არ ესმით მისი წუხილი,
ვინ მოუშუშებს მას ნაიარევს, როცა ცამ მორთო ჭექა-ქუხილი?
მზიან ამინდში ჭკნება იები, მორცხვად დავდახრის ბუნდოვან თვალებს,
იებს რას ვერჩით უმადურობით აყიროსაც კი ვერ მოუარეს.
ასულს შეშვენის ეგ სილამაზე მაგრამ სხვებს უფრო ლამაზი უნდათ,
ყმაწვილს რად უნდა თვით სიმამაცე, უმანკო გული დაიცვას სუფთად.
ლაღად ლივლივებს ცაში თოლია და ვეღარ ამჩნევს დასერილ არწივს,
ადამის ცოდვას რაც მოჰყოლია ბევრი ივიწყებს ცრემლებად დაღვრილს.
ლექსად დაწერილ საჩივარს ამბობს პოეტი როგორც გზა აბნეული,
მითად ქცეული ჩხიკვთა ქორწილი არის ყველასგან გამორჩეული.
ცრემლებით სავსე მდინარე არაგვს თავს დაჰფოფინებს ჟინვალის მთები,
სვეტად ქცეული ლოტის ცოლივით ეურჩებიან გარშემო სხვები.
უსამართლობით გაჟღენთილ მიწას არ ავიწყდება ქალის ყვირილი
სორაიას რომ არ შერჩენია გლოვა, გოდება მძიმე ტკივილი. 
                                                                                                                                                    თავდაპირველად განზრახულ იყო ბედნიერება, სიცოცხლით ტკბობა
ედემის ბაღში ჩათესილ იქნა ურჩობით სავსე უსამართლობა,
რასაც არ ველით არ გავიკვირვოთ მთავარი იყოს ღვთისადმი ნდობა,
ხელი ხელ გაწვდილს გვსურს მოვითმინოთ, კურთხევისთვის კი  ვუთხრათ მადლობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი