Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_1hgggf6qichv5s4cu12fr30jum, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სამი ტყუილი - ჯუდი ლი | პოეზია

სამი ტყუილი


ხელმწიფის კარგი ქალი ვარ
ვინც სამ ტყუილს მეტყვის
იმას მივთხოვდები
ათასობით კაცს მოვჭერ თავი -
ვერ მომატყუეს.
მოვა მეძროხე ბიჭი, იტყვის:
დედამ საჭმელი შედგა
მარილი აკლდა
მარილზე აღზევანს გავიქეც
მოვიტანე და მივირთვითო;
მოვა მეორე დღესაც:
ზღვის პირას ბინა მედგა
ჩემი ნათესი გოგრა
გაღმა გავიდა
გამოვიტანე, მოვხარშე და
გეახელიო;
(ვეზირებს მოისყიდიან - 
მეძროხის ნათქვამზე იძახეთ
მართალიაო).
მოვა მესამედ,
გამთენიისას ქვევრს მოაგორებს.
ასეთი სამი ქვევრი
ოქროთი სავსე
მამაჩემს ესესხე,
დიდო ხელმწიფევ,
გადამიხადეო;
მართალს ამბობსო
აყვირდებიან ვეზირები
სიცრუეა - აღმოხდება ხელმწიფეს,
მომეცი შენი ასულიო - შესცინებს მეძროხე.
ხელმწიფის კარგი ქალი ვარ
მეძროხეს ქმრად დავისვამ
გონიერია, ტანადი
გავხდი ძველ სამოსს...

მთქმელსაც და გამგონებელსაც
ღმერთი გწყალობდეთ ყველასა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი