ეს ხომ ჩვენი სახლია..


ეს ხომ ჩვენი სახლია,
ჩემია და შენია,
ღვთისმშობლის წილხვედრია
ჩვენი ერთად ერთია.

აქ ხომ ჩვენი სახლია,
ჩვენი თბილი კერია.
ამ სახლში ხომ ოდითგან 
სიყვარულს უმღერიან.

ამ სახლში ხომ ოდითგან
ბოროტებას ებრძვიან,
აქ ხომ მეგობრობაზე
ლეგენდებსაც ჰყვებიან.

ეს რომ ჩვენი სახლია
არ ახალი, , ძველია
აქ სტუმრის დაფასება
წესი - ძველთა ძველია.

ეს ხომ ჩვენი სახლია
ერთი ციცქნა კერია,
ამ პატარა კერიას
რატომ გვედავებიან?!!


2017 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი