მამის დარად..
იზრდებოდა ბიჭი ლაღად.... დედა ეჯდა, ძილისპირულს უმღეროდა - ნანი-ნანა, გაიზრდები ჩემო ბიჭო ვინ გამოხვალ ნეტავ განა?.. ბიჭი თვალებს მილულავდა ჩაესმოდა დედის ნანა, სულ პატარა - თვალს ხუჭავდა დედის ძუძუს სწოვდა ხარბად. იზრდებოდა ბიჭი ლაღად უკითხავდა დედა ზღაპარს, ასწავლიდა მამა გარჯას, მამა ჰყავდა საფიცარად. მამის სიტყვა, დედის ნანა ჩაესმოდა ბიჭსაც ჰანგად, ნიჭი დაჰყვა, ნიჭმაც ნახა კვალი ფართო შრომის ფასად. გაიზარდა, დავაჟკაცდა მამის სიტყვა ახსოვს კარგად, -კაცად დარჩი ავსა ჟამსაც, სამშობლოსთვის იქეც ფარად. დაოჯახება.. გაიზარდა, დავაჟკაცდა ერთი გოგო შეიყვარა, ორი გული, წრფელი გული სიყვარულით შეიყარა. ერთგულებას ეფიცება ბიჭის გული გოგოს გულსა, ერთგულებითვე პასუხობს გოგოს გული, სწორის გულსა. დაქორწინდნენ, დაიფიცეს ოჯახური სიწმინდისა, ერთ უღელქვეშ ერთად დგომა თანასწორად გავლა გზისა. ბავშვი გაჩნდა, ბიჭი იყო თმახუჭუჭა, შავ-თვალ წარბა მერე გოგოც მოევლინა ამ ქვეყანას მაყვლისთვალა. ქალ-ვაჟი ჰყავთ, უხარიათ ბედნიერად გრძნობენ თავსა, ლოცავენ და ადიდებენ მშვიდობას და ღმერთის მადლსა. მტრის შემოსვლა.. ხმა დაირხა, ხმა გავარდა- მოგვდგომია მტერი კარსა, ქვეყნის დაცვა, თავდადება ბიჭმა იცის ადევს ვალად. -მე მივდივარ დედი ომში ჩემს ქვეყანას უჭირს, გმინავს -სად მიდიხარ შვილო განა ვის უტოვებ ცოლ-შვილს მცინარს... -მტერი კარზე მოგვდგომია გაუვლიათ გულში ავი, სადაც ქართველს უცხოვრია დაუწვიათ სახლი-კარი. დედა ქვითინს ვეღარ მალავს ჩამოუდის ცრემლი ღვარად. მამას სევდა მოსწოლია ბოლთასა სცემს, არის დარდად. - შენ რას მეტყვი მამაჩემო ხმას არ იღებ, არ ხარ კარგად. ცოლ-შვილს უნდა მიმიხედოთ ხომ გამზარდე კაცად, ნაღდად. სადაც ქართულ ეკლესიას ამჩნევია ძველი კვალი, ყველგან ცეცხლით შესდგომიან დაუწვიათ, ასდის ალი. -ეჰ, რა გითხრა ჩემო ბიჭო გაიზარდე ისე სწრაფად შენ სამშობლო - საქართველო გაიხადე წმინდა ხატად. ბავშვობაში, რომ გეტყოდი ქართველს ერთი სამშობლო აქვს, თუ ქართველი სადმე მიდის გულით საქართველო დააქვს. შენ მეტყოდი - მამი ძლიერ ძლიერ მიყვარს საქართველო, მინდა ყველგან, სადაც წავალ საქართველო ვასახელო. ომში წასვლა.. და წავიდა ბიჭი ომში ტირის დედა, ცოლი-შვილი მხოლოდ მამა ხმას არ იღებს ბოლთასა სცემს, მოდი-მიდის. გადის დღე და გადის ღამე დედის გული ხვდება რამეს, და ერთ ღამეს წამოხტება შეშინებით ახელს თვალებს. გააღვიძა ქმარიც უმალ თქვა - სიზმარში ზღვა, რომ ვნახე არ მინახავს არსად მასე ზღვა შავი და ზღვა მრისხანე. ასკდებოდა ტალღა-ტალღას ჩვენი ბიჭი ტალღას აჯდა, ტალღას ქედი მოუდრიკა ტალღა იყო დიდად ჯავრად. მერე თითქოს ზღვა დაწყნარდა ტალღა ტალღას აღარ ჰგავდა, ნაპირზე კი ჩვენი ბიჭი ფასკუნჯს ფრთებით მხნედ მისთარვდა. ფასკუნჯს სისხლი უდიოდა გაჰკიოდა, იყო ლაჩრად. მაშინ ქმარსაც გაეღიმა, დაამშვიდა, უთხრა წყნარად: -ჩვენი შვილი ცოცხალია მოვა, შემოაღებს კარსა, დაველოდოთ, ეგ სიზმარი კარგი არის, არ ჰგავს ავსა. კიდევ ერთი დღე და ღამე გადის, დედას ეღვიძება, ქმარს აღვიძებს, მოსთქვამს , ტირის ცრემლი სიმწრით ედინება. -დღეს სიზმარში ის ფასკუნჯი ისევ ვნახე, იყო მხნედა. ჩვენი შვილი ზღვის ნაპირზე იწვა, ტალღა გვერდში სცემდა. თავს ვერ სწევდა, ჩვენი ბიჭის გულ-მკერდს სისხლი წითლად ჰკვეთდა. ფასკუნჯი კი გაშმაგებით ნისკარტს სცემდა, გულ-მკერდს ჰგლეჯდა. ჩვენი ბიჭი ხარხარებდა სისხლით ნელა იცლებოდა, მეძახოდა- ჩემო დედა არ იტირო, არ ღირს გლოვად. შენი ნანა, მამის სიტყვა ახლაც მესმის, მაძლევს ძალას ჩემი სისხლი, ამ ჩვენს მიწას უკვდავებას ჰმატებს ახალს. გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება ღმერთი მართალს არსად ჰკარგავს, მტერი ჯავრით კვდება ახლაც ვერა მკლავენ ღვთისა მადლმა. მაშინ მამა მოიღუშა ქვითინს იწყებს ჩუმად-ჩუმად -ეს სიზმარი ახლა უკვე აგვიხდება მართლა ცუდად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი