სიკვდილს.


შენზე ამბობენ სიკვდილო
ცივი ხარ, როგორც მყინვარი,
დაიარები , ყველგან ხარ
შენგან გამქცევი  ვინ არი?..

დაუნდობელი, ბრმა ხარო
გემდურის ადამიანი,
სადაც სიცოცხლე თვალს ახელს
იქ ჩნდები ოხერ -ტიალი.

სიცოცხლემ გშობა, სიცოცხლემ
გაგხადა სახელიანი.
მაინც სიცოხლეს არ ინდობ
რატომ ხარ ასეთ ზნიანი.

არავის ინდობ სასტიკი,
არ ხარ მოწყალე, გულჩვილი.
ზოგს შუა გზაში ეწევი
ზოგსაც  კი გზის დასაწყისში.

ბრმა ხარ და დაუნდობელი
არ გინდა თვალის ახელა,
ვერ მოგისყიდა ვერც მეფემ
ვერცა ვერავინ  ამ ქვეყნად.

არც ოქრო-ვერცხლმა მოგხიბლა
არა ხარ მასეთ ზნიანი,
არცა სიმდიდრემ,   ქონებამ 
ამად ხარ სამართლიანი.

კახა ყავრელიშვილი 
2018 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი