ეს მაშინ იყო..


ეს მაშინ იყო - ჩემს სულს დემონი
 ბასრი კბილებით უნდობლად გლეჯდა
აღარ მახსოვდა , მონას დემონის
რომ მომიწევდა  ღმერთთან შეხვედრა.

ზურგი ვაქციე ყველას, ყველაფერს
გარდა დემონის, გარდა დემონის,
სული მტკიოდა, მაგრამ არაფერს
აღარ ვიმჩნევდი მონა დემონის.

აფთრის კბილები უფრო და მწარედ
გულზე შემეხო, გულში ჩამესო , 
ვიყავ უმწეო, ვიყავ სამარე
მაშინ შეეხო ჩემს გულს იესო.

ჭრილობა ყველა, ტკივილი ყველა
დამიამდა და დემონი მოკვდა,
რა ლამაზია ყვავილი ველად,
და რა ტკბილია ღმერთის წყალობა.


კახა ყავრელიშვილი 2019წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი