სტუმარი ღვთსააო..
კარი გაუღეთო, სტუმარი კარზეაო, შემოიპატიჟეთ - ღვინო სავსეაო. სტუმარი დალოცეთ, სტუმარი ღვთისააო, პური მიაწოდეთ - წესი წესიაო.. კარი გაუღეს და შემოიპატიჟეს, ღვინო დალიეს და დილამდე იქეიფეს, კიდევ ჩამოასხი - უთხრეს მერიქიფეს, სიცოცხლე დავლოცოთო - სამყარო იღვიძებს. კიდევ ჩამოასხეს, წამოდგნენ ფეხზე და სიცოცხლე დალოცეს, სტუმარიც ფეხზე დგას, სტუმარს გაუკვირდა: ეს რა ხალხიაო, უცხოს კარს უღებენ - ჩვენი წესიაო. ისიც დაილოცა, ადიდა სიცოცხლე სიკვდილი მქვიაო - თქვენ დიხანს იცოცხლეთ. სიკვდილი მქვიაო - ვჩქარობ და მიცნობდეთ დრო მოვა მასპინძლად მიგულებთ, იცოდეთ. სტუმარი ჩქარობსო - სტუმარი ღვთისააო, სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი წესიაო, გზა დავულოცოთო - სტუმარი რას იფიქრებს, ერთიც ჩამოასხი - უთხრეს მერიქიფეს. კახა ყაველიშვილი, 2019 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი