იარე მადამ..
ვიწრო კაბაში სიარული გიხდება მადამ, ერთი წუთითაც დაღლას ვერ გრძნობ მიჰყვები აღმართს. იარე მადამ შენ დაგლოცა უფალთ თამადამ, აუწონავი მარგალიტი შენა ხარ თავად. იარე მადამ, გაგჭორავენ? იჭორაონ ყურს ნუ დაუგდებ ეგ მიხვრა-მოხვრა, ვიწრო კაბა გიხდება მადამ. იარე რადგან ბოლო-ბოლო ჩაჰყვები დაღმართს, იქ, იმ დაღმართში გაექცევი გგონია განა? იქ, იმ დაღმართში არ შეხვდები გგონია ყაჩაღს? ჩასაფრებული გელოდება, გაგძარცვავს მადამ დროა ყაჩაღი, გაექცევი გგონია განა?! იარე მადამ ვიწრო კაბა გიხდება სანამ, იარე მადამ კახა ყავრელიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი