რამ შეაშინა...


მზე ამობრწყინდა, ნათელი სხივთა
ზედ სასაფლაოს მიმოაფინა.
ვერხვის ტოტიდან პატარა ჩიტმა
უმალ აფრინა ბარტყები ციდა.
ფრთები გაშალა და უკან გაყვა
ალბათ ახალი დაიდო ბინა,
მე გამიკვირდა ამ ლამაზ დილას
რატომ გაფრინდა, რამ შეაშინა?
მაშინ, როდესაც ბეღურა ჩიტი
აღარსად სჩანდა, დატოვა ბინა,
მაშინ როდესაც მთელ სასაფლაოს
მაისის კაბა ტანზე ეფინა,
მაშინ მოვნახე ერთი საფლავი
უპატრონოა, ვის ახსოვს ვინა?
და თითქოს მივხვდი ციცქნა ბეღურა
რატომ გაფრინდა, რამ შეაშინა.
საფლავს ქვა ედო და ქვის გარშემო
ჩამომჭკნარიყო ბალახი ძველი,
ქვას ხავსი ედო ოდნავ ყვითელი
ხავსი, სიცივე და ჟრუანტელი.
მე არ ვიცოდი ვისთვის მეკითხა
მისი სახელი, მისი წარსული,
არც მესაფლავეს და არც არავის
ქვეყნად არავის ახსოვს ბედკრული.
მხოლოდ ტირიფი საფლავთან ახლოს
დღე და ღამ ტირის, ტირის და ტირის
სიტყვას არ გეტყვის, არ შემოგხედავს
ვერ ათქმევინებ ვერაფერს ტირიფს.
მაშინ როდესაც მაისის ქარი
აღარსად სჩანდა , ტკბილად ეძინა
მაშინ როდესაც მთელ სასაფალოს 
მაისის კაბა ტანზე ეფინა,
მაშინ მოვნახე ერთი საფლავი
უპატრონოა, ვის ახსოვს ვინა?!
და მაშინ მივხვდი ციცქნა ბეღურა
რატომ გაფრინდა, რამ შეაშინა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი