ადამიანო..
ადამიანო, ღვთის მსგავსო და შვილო მიწისა დიდად გეხსნება ჰორიზონტი - გონების სივრცე, შეუცნობელის შეცნობისკენ იწევ და იწევ, მრავალჯერადი ინტეგრალის ამოხსნას იწყებ მივესალმები დიად სწრაფვას შემოქმედისას. გახსნი კონტურებს მიგნებების და აზროვნების, კაცობრიობა რითაც დღემდე ასე ამაყობს, ეძიებ საწყისს, იდუმალი არის სამყარო, იდუმალებით აღსავსეა შერწყმა სამწყაროს გრძნობის, გონების, აზროვნების - ზღვა შემეცნების. მიაკვლევ ველებს, აღმოაჩენ ახალ თაობებს, ახალ თაობებს ჯერ უცნობი ენერგიების, და ეს შედეგი შეგრძნებებით ნაკარნახები გონების თვალით დანახული არის კარები ფანტასტიური წინსვლისა და აღმოჩენების. დაიპყრობ სივრცეს, კოსმოსისკენ გაიწევ ნელა მთვარეზე ფეხის დადგმა იყო ერთ დროს ოცნება, კიდევ მრავალი პლანეტისკენ გაიტყორცნება შენი რაკეტა, შენი მზერა და ჰა მოხდება სხვა აღმოჩენა, სასწაულთა ახალი წყება. არის შექმნილი იარაღი, ვთქვათ ქიმიური ბომბი წყალბადის და კიდევ სხვა უამრავ სახის, იყავი ფრთხილად, ნუ ენდობი ეშმაკის ძახილს ხშირად გონება მორჩილია გრძნობათა ძალის, იცოდე, ქვეყნებს მართავს ხშირად თავი უგნური. იყავი ფრთხილად, თუ დაუშვი ერთი შეცდომა ბუნების ძალის თვითბალანსის წესის დარღვევა, ან აფეთქება თუნდ ბირთვული, მოხდება ნგრევა მაშინ ქვეყანა, დედამიწა ფერფლად იქცევა კოსმიურ წესრიგს შეერევა მტვრად და ქაოსად. ადამიანო, ღვთის მსგავსო და შვილო მიწისა, იყავი ფრთხილად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი