გენაცვალე...
თუ გგონივარ ღვინით მთვრალი, გენაცვალე ღვინით არა. სიყვარული მომეძალა სიყვარულმა შემაქანა. სიტყვა გითხარ, ვერ გაიგე სიტყვის ძალა, სიტყვათ მწყემსის. არა უშვას, არა უშავს გენაცვალე შენი მესმის. არ მეგონა ხელს თუ მკრავდი და მეტყოდი - გამეცალე, წადი, წადი, სხვა მონახე შენი სწორი ვერსად ნახე? როგორ არა, გენაცვალე ბევრი ვნახე, ბევრიც ვაქე, ეკალი, რომ გულში მასე ვარდი მაშინ დაგინახე. იმ დუქანში მედუდუკე გესმის? ისევ დუდუკს უკრავს, იქ შევლაზე გენაცვალე ვერ ვიტყოდი ვერა უარს. ერთი ჭიქა ღვინო შევსვი გავიხსენე ფიროსმანი გალაქტიონს იქ უყვარდა სმენა სევდიანი ჰანგის. ღვინოს სვამდა, მერის ეშხით ათენებდა თეთრად ღამეს, მერე ისე ოსტატურად სწერდა თავის ,,მე და ღამეს“. ერთი ჭიქა ღვინო შევსვი გავიხსენე ფიროსმანი, მერე უცებ აბობოქრდა ტატოს ლექსი და მერანი.. -------------------------------- მესმის, მესმის იმ დუქანში ის დუდუკი ისევ კვნესის, მედუდუკევ არ გაჩერდე რადგან ისევ მიყვარს მე ის. ნაღვლიანი ეს მუსიკა ნაწილია ჩემი გულის, მედუდუკევ არ მავიწყებ ,,ამბავს წრფელი სიყვარულის". დაუკარი, დაუკარი ახლა მჯერა ბედისწერის, ქალია და ვერ გამიგო არა უშავს, მისი მესმის. კახა ყავრელიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი