ორი მთვარე


ფარავნის ტბაში ჩაცურდა მთვარე
ცურვა არ იცის, იხრჩობა მთვარე..
უშველეთ რამე..
ამოტივტივდა , გულაღმა გაწვა
ალერსი უნდა, მოუხმო ტალღას
აგორდა ტალღა.
მთვარე და ტალღა , მთვარე და ტალღა
მიირწევიან  დაბლა და მაღლა
ვერ გრძნობენ დაღლას.
და კიდევ ერთი,  მეორე მთვარე
დინჯად დასცქერის,  ანათებს ღამეს
ასულა ცამდე.
ტყუპისცალი, რომ ჰყოლია მთვარეს
არის სიმართლე, დღეს  ღამე ვნახე.
ფარავნის ტბაზე.


კახა ყავრელიშვილი 2018 წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი