წრეწირზე დავალთ..
მოჯადოებულ წრეწირზე დავალთ, ათვლის წერტილსაც თამამად ვირჩევთ. კი არ ვჩერდებით, დავდივართ მაგრამ ათვლის წერტილთან ვბრუნდებით ისევ. შემდეგ სხვა წერტილს ვირჩევთ საწყისად წრეწირზე ტრიალს ვეჩვევით კარგად, თითქოს ჯინაზე - აღარც ტეხილი, სიბრტყეზე ყველა ფიგურა გაქრა. მოჯადოებულ წრეწირზე დავალთ სიბრტყეზე მხოლოდ წრეწირი დაგვრჩა, -არც სხვა ფიგურა, არც სივრცის აღქმა.. აღარ დავეძებთ ფიგურას ახალს. კახა ყავრელიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი