ეს მერამდენედ..
ეს მერამდენედ, ეს მერამდენედ გადაირბინა ცაზე კომეტამ, კუდი იქნია, სადღაც დაიწვა ვერც კი მოასწრო უკან მოხედვა. მე მებრალება ყველა კომეტა, დიდიც, პატარაც - გაქრა კომეტა, რატომ ჩქარობდა? ან რას ფიქრობდა ცის ჰარმონიას როცა სტოვებდა. ცის მანათობლებს თემა ერთი აქვთ- წესრიგს ვინც არღვევს ისჯება მკაცრად, ძალა ჩვენშია, წესრიგს დავარღვევთ? კანონს შევცვლით და დავარქმევთ ახალს. ერთმა კომეტამ, ორმა კომეტამ თავი გაწირა ყველა კომეტამ, იქნებ არ ღირდა ეს თავგანწირვა იქნებ არც ღირდა მეტის მოთმენა.. კახა ყავრელიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი