ეძებს ხმიადს..
სანაგვეში კაცი , ჩია იქექება, ეძებს ხმიადს. თუ მიაგნო გამხმარ ხმიადს ხომ დალოცავს დღეს იღბლიანს. თუ ვერა და მაშინ ჩიას აეწვება კუჭი -შია. ვინ რას მისცემს, ვისთან მივა, თუნდ იყვიროს - მშია, მშია. ეჰ, რას იზამ, თუ ცხოვრებამ ჩია ასე გაიმეტა. იძახიან ბედისწერას კაცი ვერსად გაექცევა.. ბედისწერა არის ესა არწმუნებენ ჩიას დღესაც, ჩიაც დგას და ეძებს ხმიადს იქნებ ვინმემ გაიმეტა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი