აირია..
ჩემი ქვეყნის მოწყენილი მთები, დღეს საღამოს ისევ მაგრად ვთვრები, აირია, დაირია გზები, სხვის ვაგონში ერთობიან სხვები. აირია, დაირია ფერი ვერ გაარჩევ შავია თუ თეთრი. სად სიმართლე ნაგლეჯებად გდია სიყალბეა, აცხადებენ ღიად. სიყვარულსაც ეძახიან სიძვას, გადაგდება ქცეულია ჰიტად, აირია, ძმა ძმას ვეღარ იტანს, ვერ ენდობა კაცი კაცის სიტყვას. ერთი მაგრად აგორდება ჭორი, მთვრალიაო, დადის ბოდვა-ბოდვით აქ იციან აგორება ჭორის თუ გადარჩა - ,,ბარე ერთი, ორი”. აირაია, დაირია ტვინი დილით ადრე ვებრძვი თავის ტკივილს მატარებელს ჩაუვლია დილით ნაბახუსევს გამოვდივარ ღვინით
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი