ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი"


ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია ადამიანის“ მთავარი გმირი ლუარსაბ თათქარიძეა. კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი თავადი იყო. თავი ისეთი მსხვილი ჰქონდა, რომ კაცი იფიქრებდა კისერი მხრებში ჩაუცვენიაო, წითელი ფაფუკი ღაბაბი, დიდრონი თვალები, რომელიც ყოველთვის ჩასისხლიანებული ჰქონდა, მეტყველად გამოიყურებოდა. მის აღნაგობას ასევე გაბერილი და მეტად პატივსაცემი ღიპიც ემატებოდა. წითელი თურაშაულის ვაშლივით აწითლებული ლოყები და მსუქანი კოტიტა თითები. ლუარსაბისთვის, რომ ქართველ კაცს შეეხედა „იმ მონაბერ სულს ვერსად დაინახავდა, თითქო ჩამკვდარაო“ ისე გაშლილიყო მის ბრწყინვალების ქონშია. „ქართველ კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა და არც გატანილი“, „ის მონაბერი სული“ ქარად ხომ არ მიიღო ჩვენმა ლუარსაბმა?

ლუარსაბს სწავლა-განათლება არ ჰქონდა, რომ ჰქონოდა ესოდენ მსუქანიც აღარ იქნებოდა. ხშირია ხოლმე როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის. რაზეც დიდად არც კი წუხდა. იტყოდა ხოლმე ეგ ახლანდელი ჭირიაო. მისი დამოკიდებულება სწავლი მიმართ მეტად უცნაური და საკვირველი იყო. ლუარსაბის აზრით, „კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო“. როდესაც საუბარი განათლებაზე ჩამოვარდებოდა ლუარსაბი ამოოხვრით იტყოდა, ხოლმე „რაც ეგ ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველი კაცის ხეირი მაშინ წავიდა“. ამ სიტყვებს ისე გულმტკივნეულად იტყოდა ხოლმე, თითქოს ქვეყანა ებრალება ჭირისაგანო, თანაც იმას დააყოლებდა-„მე თუ სწავლა არა მაქვს, რა კაცი არ ვარ და ქუდი არ მახურავსო?

ლუარსაბი საკუთარი შეხედულებების გამართლებას ძველ დროში ეძებდა,მისი აზრით „უწინდელ დროში ყველაფერი თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თვის ქერქში იყო. ვენაცვალე!.. კაი ცხენი, კაი თოფი, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი“, თუმცა არც ამ შემთხვევაში დაინდო თავადი ავტორმა და პირდაპირ მიახალი: „ეჰ, ჩემო ლუარსაბ! ვიცი გულწრფელი კი ხარ, როგორც ყველა ქართველი, მაგრამ ძველ დროს ტყუილად შეჰნატრი, რომ არც კი იცი, რა იყო სანატრელი ძველ დროში? ცხენი განა ეხლა კი არ არის? თოფი განა ეხლა კი ნიშანში ვერ მივა? მარჯვე მკლავი ცოტაა? ეხლაც არის ეს ყველაფერი, მაგრამ ის გული აღარ არის, ის გულის სიმხურვალე, ის თავგამოდება მამულისთვის, რომელიც კაი ცხენს და კაი თოფს კაი საქმეში ახმარებდა“.აკაკი ბაქრაძის თქმით, ლუარსაბ თათქარიძის უბადრუკი სახლ-კარის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ სურვილს უნდა იწვევდეს: ხელები დაიკაპიწოს, ნებისყოფა მაქსიმალურად დათმოს, მდგომარეობა გონივრულად დაიჭვრიტოს და არსებობის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იშრომოს. თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ ამ ლოგიკური დასკვნის მაგიერ ლუარსაბი უზომოდ კმაყოფილი და კვეხნის დაუოკებელი სურვილით სავსე, თანაგრძნობის სურვილი წამსვე გაიფანტება და თათქარიძეობა ყველასთვის მიუღებელი გახდება. ძნელია მოიწონო „ჩაგოდრებული ჩასორსლებული“ დარეჯანის ცრუსაქმიანობა და კვეხნა. მართალია, ტახტიდან დილიდანვე შავარდენივით გადმოფრინდებოდა, შუბლსაფენზე ჩითმერდინსაც წაიკრავდა, სიჩქარის გამო ჩითის კაბას ზოგჯერ უკუღმაც ჩაიცვამდა, ჩუსტს შიშველ ფეხზე შეიმოსავდა და ჩაილურისკენ დაეშვებოდა, მაგრამ სწორედ ახლა იწყებოდა კნეინას უთავბოლო საქმიანობა: „იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა,საკერავზედ მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ მურიან ბიჭსა: აქ იმას გაუწყრებოდა-რაზედ? თვითონ კნეინამაც არ იცოდა-რაზედ; აქ იმას გამოგილანძღავდა-რისთვის? არც ეს იცოდა კნეინამ; დასწყებლიდა, დაჰქოლავდა, დასტუქსავდა- ერთი სიტყვით-მთელის ღამის ნაგუბარსა წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედ,- და მერე დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა; თუ გოგო დახვდებოდა, ვერ მოითმენდა, რომ ერთი მუჯლუგუნი კიდევ არ ეთავაზებინა, „მეხი კი დაგეცა“-საც ზედ დაატანდა, თუ ქეიფზედ იყო,-და ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა ოთახში.

სამწუხაროა, რომ ლუარსაბ თათქარიძესთვის არასდროს არ ყოფილა მნიშვნელოვანი სრულყოფილებისკენ ლტოლვა. მეტიც, მას ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონია. მისი გარეგნობა, ცხოვრების წესი, შეხედულებები, თვისებები სრულიად საპირისპიროს მეტყველებდა. მწერალი ამ დამოკიდებულებებს ქართველი კაცის ბუნებით ხსნის, რომელიც „ბედსაც და უბედობასაც თანაბრად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლას, არის ასე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოპილებად ადიდებენ, კმაყოპილება კიდევ-ვიღაცამა სთქვა ბედნიერება არისო“და იყო ლუარსაბიც ბედნიერი და თვითკმაყოფილი.

აკაკი ბაქრაძის თქმით, ლუარსაბ თათქარიძის უბადრუკი სახლ-კარის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ სურვილს უნდა იწვევდეს: ხელები დაიკაპიწოს, ნებისყოფა მაქსიმალურად დათმოს, მდგომარეობა გონივრულად დაიჭვრიტოს და არსებობის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იშრომოს. ძნელად მოსაწონებელია „ჩაგოდრებული ჩასორსლებული“ დარეჯანის ცრუსაქმიანობა და კვეხნა. მართალია, ტახტიდან დილიდანვე შავარდენივით გადმოფრინდებოდა, შუბლსაფენზე ჩითმერდინსაც წაიკრავდა, სიჩქარის გამო ჩითის კაბას ზოგჯერ უკუღმაც ჩაიცვამდა, ჩუსტს შიშველ ფეხზე შეიმოსავდა და ჩაილურისკენ დაეშვებოდა, მაგრამ სწორედ ახლა იწყებოდა კნეინას უთავბოლო საქმიანობა: „იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა,საკერავზედ მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ მურიან ბიჭსა: აქ იმას გაუწყრებოდა-რაზედ? თვითონ კნეინამაც არ იცოდა-რაზედ; აქ იმას გამოგილანძღავდა-რისთვის? არც ეს იცოდა კნეინამ; დასწყებლიდა, დაჰქოლავდა, დასტუქსავდა- ერთი სიტყვით-მთელის ღამის ნაგუბარსა წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედ,- და მერე დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა; თუ გოგო დახვდებოდა, ვერ მოითმენდა, რომ ერთი მუჯლუგუნი კიდევ არ ეთავაზებინა, „მეხი კი დაგეცა“-საც ზედ დაატანდა, თუ ქეიფზედ იყო,-და ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა ოთახში.

საინტერესოა დარეჯანის სულიერი სამყაროც. გლეხის ქალი ბაბალესთან საუბრისას დარეჯანი გულდაწყვეტით ამბობს, რომ მან მხოლოდ შაკიკის და და სუნთქვილის ლოცვა იცოდა, ელისაბედს კი თუ დავუჯერებთ, დარეჯანმა ჯადოობაშიც გაწაფული იყო და სოლომონ ბრძენის წიგნიც წაკითხული ჰქონდა.

ლუარსაბისა და დარეჯანის ჰარმონიულ ყოფას ერთადერთი რამ აკლდა – ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდა. ცოლ-ქმარმა მკითხავის რჩევის თელეთის ხატიც მოილოცა, მაგრამ უშედეგოდ. დარეჯანის მუცელში არც ყმაწვილმა გააჩუჩუნა და არც კაბა დაუვიწროვდა. მიუხედავად ამისა, დარეჯანი იმედს არ კარგავდა და ქმარს ამშვიდებდა: „ვშობავ, შენ ნუ მოუკვდენი ჩემს თავს, ვშობავ, თუ აგრეა!“

სიზარმაცე, შური, უსაქმურობა, გაუტანლობა… სოციალური და ეროვნული მანკიერებანი ლუარსაბის სახეშია შერწყმული. უარყოფითი პერსონაჟების დახატვით ავტორი შეახსენებს თავის თანამედროვე საზოგადოებას, როგორ არ უნდა იცხოვრონ, სწორედ ამიტომ მიმართავს მკითხველს: „ ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს-რამოდენადაც შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე-თუ გინდა-მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გეცნოს რამე. ესეც იცოდე: მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგო ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, – სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?!“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი