დედა
დედა - ერთი შეხედვით ეს სიტყვა ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ოთხი ასოსგან შედგება, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით მივხვდებით, რომ ეს სიტყვა პირველია რომელსაც ჩვენი პირიდან ისმენენ. სამყაროში ამაზე კარგი სიტყვა არ არსებობს და ვერც იარსებებს. დედა-ამ სიტყვით ჩვენთვის ყველაზე ლამაზ, მზრუნველ, კეთილ და ერთგულ ადამიანს მოვიხსენიებთ. რაც არ უნდა ჩავიდინოთ, რაც არ უნდა ცუდ საქმეს მოვკიდოთ ხელი, ის ერთადერთი ადამიანი იქნება, რომელიც გაგვიგებს და არ მიგვატოვებს. დედის ამაგის დაფასება შეუძლებელია, შეუძლებელია მას იმ წლების, დღეებისა და წუთების საფასური გადაუხადო, რომელიც მასთან ერთად გაქვს გატარებული. ჩვენში სიყვარულს, სიხარულსა და სიკეთეს სწორედ ის ფრთიანი ანგელოზი თესავს, რომელმაც გაგვზარდა და ამ ქვეყანას მოგვავლინა. ის ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი, გმირი და მეგობარია. მის გარეშე გატარებულ წუთებს ფასი არ აქვს, ის ოქროზე უფრო ძვირფასია და მზეზე უფრო თბილი გული აქვს. დედა უდიდესი საგანძურია, რომელსაც ისე უნდა გაავუფრთხილდეთ, როგორც ის გვიფრთხილდება მთელი ცხოვრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
კარგი ესსეა გააგრძელე