ვინ არის დედა?


რომ  დაიბადე,  ვინ  აგიყვანა  პირველად  ხელში,
ვინ დაიწვება  შენგამო  ცეცხლში.
ვინ  დაგიდგება  გვერდში,  რომ  გიჭირს
ისე  გაგიგებს,  თვითონაც  გიკვირს.
ვინ  გვირჩენს  ყველა  მწარე  ჭრილობას?
ვინ  თესავს  შენში  დიად  გმირობას?
ვის  მოსდის  ცრემლი  შენი ტკივილით,
ვის  ეწვის  გული  შენი  ტირილით.
მთელი  სამყარო  ერთად  რომ  აღგიდგეს,
მხარს  მხოლოდ ერთი,  დედა   დაგიჭერს.
დედა  გაგითბობს  ხელებს გაყინულს,
ის  მოგხსნის  მხრებიდან  ჩანთას  აკიდულს.
დედის  დღეზე  თუ  მიუტან  ვარდებს,
გულს  გაუხარებ,  გაუპობ  დარდებს.
დედაა  ქალი,  ქალი,  რომელმაც  გარგუნა  სიცოცხლე,
რომ  არა  დედა,  ვერ  ვიარსებებდით  ამქვეყნად  იცოდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი