შემოდგომა
შემოდგომავ მე შენ მიყვარხარ და იცი რატომ? შენ ალამაზებ ამ სამყაროს, მხოლოდ შენ მარტო. მე მომწონს, როცა შემოდგომის თბილ ფერებს ვხედავ, და შემოდგომის ლამაზ ფოთლებს სიყვარულს-ვბედავ. მე მომწონს, როცა ფერად აღმართს ფეხით ავდივარ, მგონია, რომ ამ ქარივით მსუბუი და მარდი ვარ. მიყვარს შემოსილ ხეებიდან ფოთლების ცვენა, ასე მგონია, ჩემთვის გამართეს ლამაზი სცენა. მიყვარს ფერები ამ შემოდგომის წითელ-ყვითელი, მიყვარს ხეები ამ შემოდგომის მწველი მზის ფერი. შემოდგომავ მე შენ მიყვარხარ, და გეტყვი რატომ, შენ ახალისებ ამ ქვეყანას, მხოლოდ შენ მარტო. მინდა ფოთლებმა მთელი ქუჩა შემომატაროს კიდევ ნატვრა მაქვს-რომ ზამთარმა დააგვიანოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი