ბუმბერაზები


გავივლი ქუჩაში და ვხედავ ბუმბერაზ პოეტებს,
გავივლი ქუჩაში და დავინახავ მათ სახელზე გაკეთებულ მოედნებს.
წარსული რომ გავიხსენოთ დახვრიტეს
და იმწამსვე სიკვდილი უმასპინძლეს.
ახლა კიდევ იწმინდავენ სახეებს
და ითხოვენ უსუსურად შენდობებს,
სულის ბნელი მხარეებით უგებენ
ვითომ გულით, დარდიანად შენობებს.
რატომ ხალხნო, რატომა ვართ ასეთნი,
არ ვაფასებთ სანამ არა კვდებიან,
არ ვკითხულობთ მათ დაწერილ ნაშრომებს,
არ ვაფასებთ ჩვენს გვერდით რომ დგებიან.
გვიანია, ქართველებო გვიანი,
ინანიოთ თქვენი მწარე ცოდვები,
მაშინ რატომ არ ინანეთ მითხარით,
თქვენი ხელით რომ დახვრიტეთ მგოსნები.
რაში უნდათ ეს ძეგლები, ქუჩები
მათ სახელს რომ ატარებენ, - დიდია,
რატომ თავიდანვე არ იწამეთ,
წმინდანად რომ შეგირაცხავთ ილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი