ოღონდ გამიღიმე ერთხელ
პორტრეტს დაგიხატავ შავ თეთრს, ფერადს ვერ გპირდები კარგო, ახლა მაპატიე, ოღონდ ჩემო მომღიმარო ვარდო. ოღონდ გამიღიმე ერთხელ, სახეს არ უხდება სევდა, ფერადს ვერ დაგხატავ ნაღვლით, აი მომისმინე - ვხედავ. როცა გაიღიმებ მაშინ უფსკრულსაც გაანათებ ვიცი, ცრემლი შეიმშრალე თვალზე, ღაწვზე მოიშორე თითი. შენ მაძლევ ცხოვრების ხალისს, შენ ათბობ გაყინულ, ამ გულს, მზეს შევადარებ შენს თავს, -და გალაქტიკას შენს სულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი