:-) :-)
ის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბუას მადას. ენამზიანი და ზამთრის გულში ტკბილი ქართულით მოლაპარაკე, ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში საბა-სულხანის იგავ-არაკებს. არ იშორებდა წელზე სატევარს, ბატონკაცური შვენოდა წვერი, უყვარდა ლხინში ღამის გათევა - მოგონებები ძველთაგან-ძველი. უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი ქართველის ეშხი და სილამაზე, უყვარდა შვილი და შვილიშვილიც, ამღერებული არწივის ხმაზე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ეს ლექსი არის ლადო ასათიანის