"30 წუთი"
როცა ხორხის ყველა უჯრედი ერთმანეთზე მეხლართება და ჰაერი არც ჩადის და ამოდის,ძალაუნებურად სუფთა ჰაერზე გამოვდივარ და ღრმად სუნთქვას ვცდილობ.პირი გაღებული მაქვს და ჰაერს,რომელიც მოძრაობს ნებას ვაძლევ გაიაროს ჩემს სხეულში,მერე ქარიშხალი იწყება,ფოთლებზე დაწერილი ყველა ამბავი ნელ-ნელა შრიალებს და ერთიანად გრევს,გშლის, იმიტომ რომ ამის ნება შენვე მიეცი,შენვე გარისკე და ჰაერი ქარიშხალისთვის ჩაყლაპე.5 წუთი ,10 წუთი -შვება საიდანღაც გულიდან უნდა მოდიოდეს, მაგრამ ამაოდ. ისევ ხარბად სუნთქავს ჰაერს,გგონია შენი სულის მახინჯი და ყველაზე ღრმად დაბინძურებული ნაწილები განთავისუფლდება,რამე ეშველება ყველაზე ღრმად დაფლულ გვამებს შენს მეხსიერებაში,მაგრამ ხვდები ყველაფერი უძლურია ამის წინაშე,თვით შენც კი.ყველა ძალას რომლის მოკრებას როდესმე ვცდილობ, მოდის ჩემიდან და ჩემშივე კვდება,კვდება ყველაფერი ახალი,სანამ წარსულიც და ეს ძალას ერთ სიბრტყეზე მდებარეობს.უწინ ის ძალა რომელიც მთებს გადამადგმევინებდა დღეს ყველაფრის უნარს მაცლის და მაიძულებს ჩემს თავს ვებრძოლო,ვებრძოლო ისე რომ ტოლი არ დაუდო და მოვუგო,მოვუგო ყველაზე დიდი ბრძოლა და ვაჯობო,ვაჯობო ჩემი თავისთვის და მერე სხვებისთვის.გადის 20 წუთი,25 და შვება ისევ არ აპირებს დაძრას,შვებას ძინავს, ისევ როგორც სძინავთ ჩემი სულის უკიდეგანო მახინჯს სხეულებს.ყველაფერს დრო გასდის,ყველაფერს თავისი სახეცვლილება აქვს.რაც ჩემში ამოდის,იზრდება და ჩემშივე განაგრძობს ლპობას,ხრწნას და ლაპარაკისას ყველაზე ცუდი სუნი ასდით,იმიტომ ხომ ლპებიან. მოგონებები,რომლებიც იხრწნება შენს სხეულში ვერსად გადაიტან,ვერანაირ ჭურჭელში ვერ გახრწნი.რაც დათესე იმის ბოლო სახეცვლილებას შენში განაგრძობს არსებობას...30 წუთი,უკვე ნახევარი საათი...ასე იხრწნება ჩვენი სიყვარული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი