რუტინა!


ვერ ვიპოვე  წყაროსთვალი
რაც ვსვი  წყალი–იყო მარა!
ვერ  ვიახლე უფალი და
ბოლთას  ვცემდი  წარა_მარა!

რეფიდიმის წრეში  ვდგავარ!
არც  კვერთხი  მაქვს ( დავკრა კლდეებს!)
ან  რა ძალით  შევერკინო
თავს დატეხილ  ყამალეკებს!

და  აღმართულ  სამსხვერპლოსაც
ვერ  ვუწოდებ ადონაისს!
რჯულს  ვარღვევ  და  ვარღვევ მცნებებს!
საფეხურით  მივალ  მაინც!

და  შიშველი, გაძარცვული –წავალ
(როგორც   სხვები  წავლენ!)
ადლი  სიგრძე–წყრთა  სიგანე-
არც ამდენი,რასაც „დასთეს!“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი