ვარდი და ტირიფი


იქნებ, ვარდსაც  შეემატოს  სიხალისე
გაშლილია, გაფურჩქნული, თუმცა ტირის.
იქნებ, მასზე  ნერვიულობს, რომ  მოჭრიან,
დღეს  მის  გვერდით  ჯალათები ბებერ  ტირიფს.

ვინ  რა  იცის  რატომ  წუხს და  რისთვის  დარდობს!
შეიძლება   ჟამი უდგას  ფოთოლცვენის.
იქნებ,  წუხელ  გარდიცვალა ის მებაღე,
პირს, რომ  ბანდა, აღვიძებდა  სისხამ დილით.

ვერვინ იტყვის..  ვერვინ  იტყვის, რატომ ტირის,
იქნებ, ქარმა  შეაწუხა, სუსხმა  ყინვის!
სიამაყით, მაგრამ ვარდი მაინც  ტირის,
თქვენ, რა იცით, როგორ  უმძიმს ამ დროს  ტირიფს.

ჯალათები, რომ მიადგნენ,  ცულით  ხის  ძირს,
ვარდს  შეხედეს, გაუკვირდათ  რატომ ტირის?
იქნებ, უყვართ  ერთმანეთი  ვარდს და ტირიფს!
მოდი  წამში  შევუცვალოთ  ლხინი...  ჭირით

ჰოდა, მოჭრეს  ჯალათებმა  ის  ტირიფი.
ვარდი, ძაძით  შემოსილი  ნატრობს  სიკვდილს.
სილამაზე  მისი  უკვე  დღეებს  ითვლის.
ჯალათი კი  იმ ტირიფით  თბება  დილით.


   ჟამმა, როცა  განვლო  დღენი, გაზაფხულმაც  მოაწია,
შეიბერტყა  ვარდმა  თოვლი, ცრემლით მიწა  შეარწია.
გადაავლო თვალი ადგილს, სადაც ქონდა  პაემანი,
იხსენებს და აგონდება ის ტირიფი  სულმართალი.
მაგრამ, ჰოი  საოცრებავ... სიყვარულის  ხე  რომ  იდგა
მის  ფესვებზე  სულ  პატარა და სულ  ნორჩი ყლორტი იშვა.
სულ  ერთ  დღეში გაიზარდა-აიყარა  უცებ  ტანი,
შესციცინებს  ვარდს  თვალებში,
ბედნიერი უდგათ  წამი.
ვარდმაც  იცნო  ის  მიჯნური  
და  მოადგა  თვალზე  რული,
წამსვე  მისკენ  გადიხარა
ჩაეკონა   სული, გული.

იქნებ, ვარდსაც  შეემატოს სიხალისე
მაგრამ, უკვე  ჟამი  უდგას  ფოთოლცვენის.
მესაფლავე  ასაფლავებს  ვარდის  სურნელს,
გაზაფხულზე  კვლავ  რომ  შეხვდეს  მიჯნურ  ტირიფს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

4 კომენტარი
.....8 წლის წინ

Rato majrialebs shen leqcebze? Dzalian magari da tbili leqsia bravo!ar velodi:)

ar vici rato gajrialebs :D gulidan dagajriala tu ra adgilidan? :D

.....8 წლის წინ

Magas vegar davakvirdi e :D

verc daakvirdebodi :) eg iseti jrialia saidan modis dgemde ver daudgeniat :P

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი