ჩემი ელი


ჩემო სიკვდილო-
ყველასათვის სანატრელ სიკვდილად მექეც.
ჩემო სიცოცხლე-
ვიცი დაძლიე ის დემონები ასე რომ გგლეჯდნენ.
ჩემო უფალო-
კაცთა შორის შერაცხილო, სიტყვა მართალო.
სიყვარულო და ბოროტება ერთად მავალო,
დაშრი, დღეიდან ნუღარ დაწერ ჩემო კალამო.
ჩემო სამშობლო-
მტრებისაგან ნანგრევ_ნატანჯო,
გალაკტიონო, ბესიკი და ტანო_ტატანო,
ჩემო ლექსებო-
ქვეყნად არა, ზეცად მავალო.
ჩემო ელი და ელი
შენთან შეკრული ვარ მტკიცე ფიცით,
ბევრჯერ ეცადნენ მის შერყევას- მე ხომ ეს ვიცი,
ჩემო დედავ და ჩემო მამავ,
ჩემო სიცოცხლე,
ჩემო სიკვდილო,
ჩემს სიცოცხლეზე
დიდხანს,
დიდხანს,
დიდხანს- იცოცხლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი